მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ყიზილაჯლოში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა
17 სექ 2021
 

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის  სოფელ ყიზილაჯლოში, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მიერ აშენებული სპორტული კომპლექსი,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან ერთად საზეიმოდ გახსნა.  

აღსანიშნავია, რომ სპორტული კომპლექსი „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

კომპლექსი წარმოადგენს დახურულ მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეს სხვადასხვა სახეობებისათვის, როგორიცაა კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა.

სპორტულ კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები მაყურებელთათვის,  გასახდელები, საშხაპე და სანიტარული ფართები, ინვენტარის შესანახი საწყობი და ადმინისტრაციული სივრცე. შენობის ჯამური ფართი 1157 კვადრატული მეტრია. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სპორტული კომპლექსის მიმდებარედ „სოკარმა“ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა საფეხბურთო სტადიონს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: „სოკარის“, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ და  საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები. ასევე,  საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3776
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1723
სექ 19 სამ 2023
1969
ივლ 05 ოთხ 2023
2140
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031