მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

იაპონიის საელჩოს მიერ გამართული ონლაინ შეხვედრა
26 ივნ 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებული, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

დიპლომატიური კორპუსისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით დაგეგმილი აქტივობა ონლაინ ფორმატში, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება - საგრანტო კონკურსს იაპონიის საელჩო საქართველოში ყოველ წლიურად აცხადებს, წელს ეს პროექტი რეგიონებში ჯანდაცვის და განათლების სფეროებში არსებული საჭიროებების მოსაგვარებლად, სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკის შესაძენადაა განკუთვნილი.

2020-2021 წელს, იაპონიის საელჩომ, გრასრუტების მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების (1’142’467 აშშ დოლარი) 12 პროექტი დააფინანსა, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის საელჩო თანამშრომლობს რეგიონულ თემებთან, რათა გამოავლინოს საჭიროებები და დაგეგმოს საგრანტო პროგრამა საქართველოს მთავრობის სტრატეგიისა და საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებების შესაბამისად - ბოლო 20 წლის განმავლობაში, საელჩომ, GGP ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში თითქმის 200 პროექტი დააფინანსა.

ონლაინ შეხვედრას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3524
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1602
სექ 19 სამ 2023
1852
ივლ 05 ოთხ 2023
2026
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031