მარნეულის მუნიციპალიტეტში, საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარდ, სკვერში, მარნეულის ლიტ-ფესტივალი 2021 გაიმართა.
ფესტივალი ადამიანის განვითარების და კულტურის საერთაშორისო სკოლის, მარნეულის კულტურის ცენტრის და მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ინოვაციური მეთოდით, მრგავლი მაგიდის პრინციპით გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილე საზოგადოებას ადგილობრივი და მოწვეული მწერლები, პოეტები, გამომცემლები მასპინძლობდნენ.
სპეციალურად ფესტივალის ფარგლებში გამომცემლობა „დიოგენემ“ ადგილზე მისულ მოქალაქეებს წიგნები შეღავათიან ფასებში შესთავაზა. ფესტივალზე მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა და მარნეულის „ამერიკული კუთხე“ წარმოდგენილი იყო საკუთარი სტენდით.
ღონისძიების მასპინძლები, მწერალი და დრამატურგი - ბასა ჯანიკაშვილი; საბავშვო მწერალი - გიორგი ჭაუჭიძე; მწერალი - ქამურანი და პოეტი - კოკი ხარშილაძე იყვნენ.
მოგახსენებთ, რომ ფესტივალის მიზანს ადგილობრივ მოსახლეობაში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ლიტერატორების ცნობადობის ამაღლება/წახალისება და რეგიონში საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
ფესტივალის მხარდამჭერები საქართველოს მწერალთა სახლი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, გამომცემლობა „დიოგენე“ და მარნეულის „ამერიუკული კუთხე“, მედია პარტნიორი კი მარნეულის ტელევიზია იყო.
სიახლეები
მარნეულში ლიტ-ფესტივალი 2021 გაიმართა
28 ივნ 2021
მნახველთა რაოდენობა: 3658
სიახლეები


















ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |