9 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დამსწრე წევრებმა საბჭოს თავმჯდომარედ ვალი დამირჯალიევი და მოადგილეები: ნინო ჭინჭარაული და არამ აკოპიანი აირჩიეს. ასევე, არჩეულ იქნა საბჭოს ადმინისტრატორი, ნათო ალაზოვი.
საბჭოში შეიქმნა ხუთი ფრაქცია შემდეგი მიმართულებებით:
▪️ ჯანსაღი ცხოვრება და განათლება;
▪️ კულტურა და ტურიზმი;
▪️ გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა;
▪️ ადამიანის უფლებები;
▪️ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებთან ურთიერთობა და ამ სფეროში საქმიანობა;
შეგახსენებთ, რომ ახალაგაზრდების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩასართავად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად შეიქმნა “ახალგაზრდული საბჭო”, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
„ახალგაზრდული საბჭო“ არჩეული იქნება 2 წლის ვადით და დაკომპლექტდება 14 -დან 29 წლის ჩათვლით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 18 ახალგაზრდისგან. მუნიციპალიტეტის თითოეული ადმინისტრაციული ერთეულიდან წარმოდგენილი იქნება 1 ახალგაზრდა.
ახალგაზრდული საბჭოს ძირითადი ფუნქციები, ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, შეფასება და მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა იქნება.
ასევე, საბჭო იმუშავებს ახალგაზრდების ინფორმირებაზე დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სოციალური, ეკოლოგიის და ადამიანის უფლებების თაობაზე.
სიახლეები
მარნეულში „ახალგაზრდული საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა
12 აპრ 2021
მნახველთა რაოდენობა: 4404
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15116
აპრ 22 შბ 2017
28230
იან 09 ორშ 2017
27915
აგვ 30 სამ 2016
29962
აგვ 27 შბ 2016
29244
სექ 02 პარ 2016
27561
აგვ 26 პარ 2016
27116
აგვ 30 სამ 2016
25335
აგვ 25 ხუთ 2016
27364