მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლის ტურისტული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა
02 აპრ 2021
 

მარნეულში მცხოვრებმა მცირე მეწარმეებმა, ქვემო ქართლის ტურისტული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება, რომელიც რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე გაიმართა, - ა(ა)იპ ,,ტურიზმი და რეალობა“-ს მიერ განხორციელებული პროექტის: ,,ტურისტული ბიზნესის განვითარება ქვემო ქართლში, როგორც სიღარიბის დაძლევისა და შემოსავლების გენერირების საშუალება“ - ფარგლებში იქნა განხორციელებული.
სპეციალურად ამ დღისთვის, მოეწყო ,,ტურისტული სოფელი“, სადაც ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტის 60-მდე მცირე მეწარმის მიერ წარმოებული საკვები პროდუქტისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, ასევე, ქვემო ქართლის რეგიონის სამზარეულოს გაცნობის მიზნით, Workshop - ,,ისწავლე კეთებით, მოამზადე და დააგემოვნე“ ჩატარდა.
აღნიშნული აქტივობის მიზანს, ქვემო ქართლის ტურისტული რესურსის/პროდუქტების
წარმოდგენა, მცირე ბიზნესების მხარდაჭერა და შიდა ტურიზმის განვითარების
სტიმულირება წარმოადგენდა.

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნა ,,საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“ -ს მიერ განხორციელებული პროექტის: „სოფლად მცხოვრები ქალები ინკლუზიური და სამართლიანი ადგილობრივი განვითარებისათვის“ შედეგები, ქვემო ქართლის მეწარმე ქალთა მონაწილეობით.
კერძოდ მოეწო პრეზენტაცია - "ტრანსსასაზღვრო პავილიონის" და "მეწარმე ქალთა ქსელის".
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ქალ მეწარმეთა და ფერმერთა ქსელი და პირველად მათი პროდუქციის Facebook გვერდი.
ასევე, პირველად შეიქმნა კატალოგი- 26 მეწარმე ქალის შესახებ.

ღონისძიებას, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ქვემო ქართლში შემავალი მუნიციპალიტეტების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მიზანია ქვემო ქართლის ტურისტული რესურსის/პროდუქტების
წარმოდგენა, მცირე ბიზნესების მხარდაჭერა და შიდა ტურიზმის განვითარების
სტიმულირება ქ.რუსთავის, გარდაბანის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, დმანისის
და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4811
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1613
სექ 19 სამ 2023
1862
ივლ 05 ოთხ 2023
2036
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031