ქალაქ მარნეულში, ბაქოსა და შარიფოვის ქუჩის კვეთაზე ხელოვნურსაფარიანი მინი საფეხბურთო მოედნი მოეწყო.
დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს.
მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით ადგილობრივ ახალგაზრდებს, სიმბოლურად ფეხბურთის ბურთები გადაეცათ საჩუქრად.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 73 608 ლარი გამოიყო.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2020 წელს, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. სპორტის სფეროს განვითარების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მარნეულის მასშტაბით, 8 მინი კომბინირებული მოედანი მოეწყო.
სიახლეები
ახალი სპორტული მოედანი - ქალაქ მარნეულში
06 მარ 2021
მნახველთა რაოდენობა: 4446
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
407
აპრ 22 ოთხ 2020
15577
აპრ 22 შბ 2017
28791
იან 09 ორშ 2017
28359
აგვ 30 სამ 2016
30371
აგვ 27 შბ 2016
29663
სექ 02 პარ 2016
28068
აგვ 26 პარ 2016
27572
აგვ 30 სამ 2016
25719