მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ბავშვების უფლკებელის დაცვის კუთით ახალი სერვისი შემუშავდა
05 თებ 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის  ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიმართულებით გაზრდილ უფლება- მოსილებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლებმა, აღნიშნული მიმართულებით დაკისრებული ფუნქცია- მოვალეობების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საინფორმაციო შეხვედრას, მერიის ხელმძღვანელი პირები, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ა(ა)იპ ბაგა- ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს, მუნიციპალიტეტის მიერ  ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების და ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კუთხით შემუშავებული სერვისების შესახებ  საზოგადოების ინფორმირებულობა წარმოადგენდა.

ახალი მუნიციპალური სერვისის დახვეწის მიზნით,  მსგავსი შეხვედრები აღნიშნულ საკითხზებზე  მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მომავალშიც იგეგმება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1244
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031