მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

ტურნირი მკლავჭიდში
30 აგვ 2015
 

29 აგვისტოს, სოფელ წერაქვში ფესტივალ „ONE CAUCASUS“-ის პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების და მარნეულის სპორტული სკოლის ორგანიზებით გაიმართა შეჯიბრება ვაჟთა შორის მკლავჭიდში.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ 5წონით კატეგორიაში:

  • 60კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა გიორგი ფალიანმა.
  • 80კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა გიორგი სისვაძემ.
  • 90 კგ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო აღნიშნული ტურნირის საუკეთესო მკლავჭიდელმა, იაროსლავ ფალიანმა, რომელიც ტურნირის აბსოლუტური წონით კატეგორიის ჩემპიონიც გახდა.

შეჯიბრს მეთვალყურეობას უწევდა მარნეულის სპორტული სახლის მკლავჭიდის გუნდის მწვრთნელი რომან კურტანიძე. შეჯიბრების შემდგომ გამარჯვებულები და პრიზიორები მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა და თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა საპატიო სიგელებითა და „One Caucasus“ ფესტივალის მაისურებით დააჯილდოვეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 22151
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930