მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
26 იან 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  წარმომადგენლებს  შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მისიის როლსა და მნიშვნელობაზე.  

მხარეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური, ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და საგანმანათლებლო საკითხები.

შეხვედრას მარნეულის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1927
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1931
სექ 19 სამ 2023
2189
ივლ 05 ოთხ 2023
2317
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930