მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში „შოთაობა 2022“ აღინიშნა
21 ნოემ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, მარნეულის  საჯარო  ბიბლიოთეკაში  „შოთაობა  2022“ აღინიშნა . დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ ქალაქ მარნეულის N6 და N8 საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებმაც ისაუბრეს მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის, ბიოგრაფიასა და  შემოქმედებაზე, წაიკითხეს  ნაწყვეტები  პოემა „ვეფხისტყაოსნიდან“.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილეებთან, მერის მოადგილე თემურ შუბითიძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა,  სტუმრებთან ერთად, ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში, შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში შოთა რუსთაველის ძეგლი ოფიციალურად 2021 წლის 24 ნოემბერს გაიხსნა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1070
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
660
ნოემ 22 სამ 2022
1087
 
 
სიახლეები
2023 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031