მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით სოფელ წერაქვში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მწერლის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის მიხეილ ჯავახიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.
„ჯავახიშვილობა 2022“-ს ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, წარმომადგენლები ლიტერატურის მუზეუმიდან, მწერალთა კავშირის წევრები და მიხეილ ჯავახიშვილის შთამომავლები. მათ გაიხსენეს მწერლის შემოქმედება და ყვავილებით შეამკეს ძეგლი.
ღონისძიების ფარგლებში წერაქვში, მწერლის მუზეუმის ეზოში, წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის ამსახველი იმიტირებული ლიტერატურული სალონების დეკორაციები, ასევე სპექტაკლი „ფრაგმენტები ჯავახიშვილის ნაწარმოებებიდან“.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჯავახიშვილი 1880 წლის ნოემბერში ,მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში დაიბადა. მწერლის იუბელესთან დაკავშირებული სახალხო დღესასწაული მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით 2015 წლიდან აღდგა და ტრადიციული ხასიათი მიიღო.
სიახლეები
მარნეულში „ჯავახიშვილობა 2022“ აღინიშნა
08 ნოემ 2022
მნახველთა რაოდენობა: 2444
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
297
აპრ 22 ოთხ 2020
15493
აპრ 22 შბ 2017
28678
იან 09 ორშ 2017
28281
აგვ 30 სამ 2016
30300
აგვ 27 შბ 2016
29586
სექ 02 პარ 2016
27975
აგვ 26 პარ 2016
27474
აგვ 30 სამ 2016
25654