მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დღეს, საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში 2022-2023 სასწავლო წელი დაიწყო
15 სექ 2022
 

ახალი სასწავლო წლის დაწყება, მარნეულში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს მიულოცეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასწავლო პროცესის დაწყება, მოსწავლეებთან ერთად საზეიმო ღონისძიებებით სოფელ წოფის ახალაშენებულ და სოფელ ყიზილაჯლოს რეაბილიტირებულ სკოლებში აღნიშნეს. აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და საზეიმოდ აღიმართა დროშა.

აღსანიშნავია, რომ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

განახლებული სკოლები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის  მოადგილემ კახა კობერიძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის მენეჯერმა, თამარ ქარდავამ და მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ფუნქციათა შემსრულებელმა, ხანალ კახრამანოვმა დაათვალიერეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 800
 
 
 
სიახლეები
ნოემ 22 სამ 2022
169
აგვ 12 პარ 2022
1195
 
 
სიახლეები
2022 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031