მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

23 ივნ 2022
 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ ზაურ დარგალთან, მარნეულის მერ კენან ომაროვთან  და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში, ახალგაშენებულ ბაღში იმყოფებოდა.

კომპანიამ „აგრონატურალი“, 2018  წელს, პროგრამის „დანერგე მომავალი“  ფარგლებში, 4 ჰა-ზე ბლისა და 1 ჰა-ზე ვაშლის  ბაღის გაშენებისა და ჭაბურღილის მოწყობისათვის თანადაფინანსება 57,000 ლარი მიიღო. კომპანია სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტითაც. სესხის 11% პროცენტს  სოფლის განვითარების სააგენტო ფარავს. ბაღში დასაქმებულია 8 ადგილობრივი.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ფერმერებთან რეგულარული შეხვედრები იმართება მათი საჭიროებების გასაცნობად; აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით ხდება სწორედ სახელმწიფო პროექტების შემუშავება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2326
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
955
 
 
სიახლეები
2023 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031