მიმდინარე წლის მაისში, მარნეულის მუნიციპალიტეტიდან დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კობილნიცაში იმყოფებოდა.
შეხვედრა გაიმართა პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელ პიოტრ მიულერთან, კობილნიცის გმინის მერ ლეშეკ კულინსკისთან და ქალაქ სლუპსკის ხელმძღვანელ პირებთან.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ჩეხეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის სხვა გმინების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს „კობილინცის დღეები–2022-ში”.
შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და დამეგობრებულ ქალაქებს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა სექტორული კავშირების გაფართოების, სოციალურ-ეკონომიკურ, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.
დელეგაციას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ხელმძღვანელობდა. ასევე, პოლონეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსები.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი გმინა კობილნიცასთან 2017 წლიდან მეგობრობს.
სიახლეები
ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში
06 ივნ 2022
მნახველთა რაოდენობა: 3292
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
319
აპრ 22 ოთხ 2020
15516
აპრ 22 შბ 2017
28704
იან 09 ორშ 2017
28298
აგვ 30 სამ 2016
30320
აგვ 27 შბ 2016
29613
სექ 02 პარ 2016
27997
აგვ 26 პარ 2016
27499
აგვ 30 სამ 2016
25673