ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, HEKS\EPER Georgia -ს პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობის გაზრდა მონაწილეობით დაგეგმვასა და ბიუჯეტირების პროცესში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ,მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება და ფინანსური თანადგომა წარმოადგენს.
პროექტი ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებების წარმომადგენელთა გაძლიერებას, მათი როლის გაზრდას ბიუჯეტირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში ეს კი უზრუნველყოფს საჭიროებებზე მორგებული მმართველობის სტილის დამკვიდრებას.
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სიახლეები
HEKS\EPER Georgia -ს პროექტის პრეზენტაცია
30 აპრ 2022
მნახველთა რაოდენობა: 3166
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
328
აპრ 22 ოთხ 2020
15520
აპრ 22 შბ 2017
28713
იან 09 ორშ 2017
28304
აგვ 30 სამ 2016
30330
აგვ 27 შბ 2016
29619
სექ 02 პარ 2016
28004
აგვ 26 პარ 2016
27511
აგვ 30 სამ 2016
25679