მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლის რეგიონში მედიკამენტებზე საშეღავათო პირობები დაწესდა
09 მარ 2022
 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით მხარეში მედიკამენტებზე საშეღავათო პირობები დაწესდა.სახელმწიფო რწმუნებულმა  რეგიონში მოქმედი სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა - დოკუმენტის თანახმად, დღეიდან ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის მედიკამენტები და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებები კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასით გაიცემა.

მემორანდუმს ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და 6 კომპანიის - ,,ავერსი - ფარმა“ ,,პსპ ფარმა“, ,,ფარმადეპო", ,,გეფა“, ,,ინპექსფარმი“ და ,,კალანდაძე“ -ს წარმომადგენლებმა მოაწერეს.

ღონისძიებას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2202
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
1017
 
 
სიახლეები
2023 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930