მარნეულის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებების კვირეული, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებაზე პატარებისთვის მოეწყო კოსტუმირებული ანიმატორების შოუ და თოვლის ბაბუამ დაარიგა ტკბილეული.
მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.
მარნეულის მერი კენან ომაროვი მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალს ოჯახთან ერთად ესწრებოდა.
საზეიმო ღონისძიება ფოიერვერკითა და ქალაქში საახალწლო ილუმინაციების ანთებით დასრულდა.
სიახლეები
მარნეულში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
22 დეკ 2021
მნახველთა რაოდენობა: 1193
სიახლეები

















