მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ისრაელის ელჩის ვიზიტი მარნეულში
16 დეკ 2021
 

დღეს მარნეულს ისრაელის ელჩი რან გიდორი ეწვია. ელჩმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალეკო გობრონიძესთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესა და მარნეულის მერ კენან ომაროვთან ერთად, ისრაელის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტები მოინახულა.

მარნეულის  № 4 და სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლებში, ისრაელის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტების  ,,შალომ კლუბ გურიისა“ და ,,შალომ კლუბ ქვემო ქართლის“  თანადგომით დამონტაჟდა ისრაელის წარმოების სასმელი წყლის გასაფილტრი დანადგარი „NUF 250“.

„NUF 250“-ის ინოვაციური დანადგარი ასუფთავებს ნებისმიერი სახის დაბინძურების წყალს, რომელიც შემდგომ,  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული სერთიფიკატის შესაბამისად, ვარგისია როგორც სასმელი წყალი.

ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელი კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კეთილდღეობისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3704
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1892
სექ 19 სამ 2023
2125
ივლ 05 ოთხ 2023
2261
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930