საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მარნეულში ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ფარგლებში, სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიება გაიმართა.
კამპანიის ფარგლებში მოეწყო აცრის პუნქტები. მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ ესარგებლათ იუსტიციის სახლის სერვისებით. ბავშვებისათვის გამოიყოფილ სივრცეში კი გაიმართა სხვადასხვა გასართობი აქტივობა.
აღსანიშნავია, რომ აცრილ მოქალაქეებს გადაეცათ წამახალისებელი საჩუქრები, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები კი დამატებით 200 ლარიანი დანამატით ისაგებლებენ.
შეკრებილ მოქალაქეებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ზაურ დარგალმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში - პაატა იმნაძემ და მარნეულის საპატიო მოქალაქემ, ექიმმა ბილალ იადიგაროვმა, მადლობა გადაუხადეს კამპანიაში ჩართულობისათვის.
სიახლეები
ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია მარნეულში
20 ნოემ 2021
მნახველთა რაოდენობა: 3240
სიახლეები

















