სოფელ ხიხანში შიდა ცენტრალური გზების რეაბილიტაციის პროცესი მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს.
მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მოიცავს 1 287 გრძივი მეტრი მოცულობის გზას. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება შეადგენს 377 285 ლარს.
ამასთან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასრულდა სკვერის რეაბილიტაცია და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოეწყო მინი კომბინირებული სტადიონი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 85 000 ლარი.
სიახლეები
ინფრასტრუქტურული პროექტები სოფელ ხიხანში
26 ოქტ 2021
მნახველთა რაოდენობა: 3718
სიახლეები

















