ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტრმა, ამირან გამყრელიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, თვითმმართველობებისა და ჯანდაცვის რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად, იმუნიზაციის მარათონის შესახებ იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან საქართველოს დიდ დასახლებულ პუნქტებში, ძირითადად, სოფლებში იმუნიზაციის მარათონის კვირეულის დაწყებას, რომლის მიზანი 2-3 კვირის განმავლობაში, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრაა. საქართველოს მასშტაბით შერჩეულია 49 სოფლი, სადაც 3000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მაქსიმალური მობილიზების მიზნით, პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჯანდაცვის სამსახურები. მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო ფლაერები არსებული კოვიდ-რეგულაციებისა და აცრების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ვაქცინაციის მსურველები შესაბამისი პროცედურის ჩატარებას საკუთარი სოფლების ამბულატორიებში შეძლებენ.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი გიორგი მეურმიშვილი და მარნეულის „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი ეთერ ლაფერაძე ესწრებოდნენ.
სიახლეები
სამუშაო შეხვედრა იმუნიზაციის მარათონის შესახებ
19 ოქტ 2021
მნახველთა რაოდენობა: 4019
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15276
აპრ 22 შბ 2017
28406
იან 09 ორშ 2017
28060
აგვ 30 სამ 2016
30109
აგვ 27 შბ 2016
29384
სექ 02 პარ 2016
27720
აგვ 26 პარ 2016
27268
აგვ 30 სამ 2016
25472
აგვ 25 ხუთ 2016
27494