პანდემიის მიუხედავად , მარნეულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა. მასშტაბური საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ მარადისში, სადაც ხდება შიდა გზების მოასფალტება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 298 999 ლარს შეადგენს.
სამუშაოები წარმოებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეგულაციების სრული გათვალისწინებით.