მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საბჭოს შეხვედრა
02 მარ 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, სადაც  ძირითადად აქცენტი, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ნათელი ოთახის მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებებს შეეხებოდა.

საბჭომ, ასევე იმსჯელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო სექტორს შორის სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებზე;

შეგახსენებთ, რომ საბჭო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში,  გასულ  წელს შეიქმნა, რომელიც განსაზღვრავს ისეთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა, კულტურული - შემოქმედებით ღონისძიებებში ჩართვა, განათლებისა და შემეცნებითი აქტივობების ხელშეწყობა, სოციალური დაცვის უზურუნველყოფა, ადაპტირებული გარემოს შექმნა და აგრეთვე საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 635
 
 
 
სიახლეები
იან 26 სამ 2021
826
 
 
სიახლეები
2021 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31