მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებლის ზაურ ტაბატაძის ხელმძღვანელობით, გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღევანდელ თათბირზე ასევე იმყოფებოდნენ ლიბერთი ბაკნის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელობა, რომლებმაც მერის წარმომადგენლებს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სახელმწიფო პენსიისა და სოციალურად დაუცველთა შემწეობის გაცემის მიზნით, ბანკის მიერ დანერგილი სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
მერიის სამუშაო თათბირს ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი ბესიკ ტეფნაძე და ამავე სააგენტოს რაიონული განყოფილების უფროსი მამუკა შუბითიძეც, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სოფლის ექიმის პროგრამის მუშაობა შეაფასეს, აღნიშნული სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ურთიერთკოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით, სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მერის მოადგილესთან ერთად სამსახურების მიერ, გასულ კვირას გაწეული სამუშაოები შეაჯამა და მერის წარმომადგენლებისგან სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ამ ეტაპზე არსებული პრობლემები მოისმინა.
მერიის თათბირი
მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა
24 ივლ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4657
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15263
აპრ 22 შბ 2017
28400
იან 09 ორშ 2017
28058
აგვ 30 სამ 2016
30102
აგვ 27 შბ 2016
29381
სექ 02 პარ 2016
27714
აგვ 26 პარ 2016
27262
აგვ 30 სამ 2016
25465
აგვ 25 ხუთ 2016
27487