მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
მერიის თათბირი

 

მერიის სამუშაო თათბირი - 27.02.2018
27 თებ 2018
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერმა თემურ აბაზოვმა მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მერმა შეხვედრაზე მყოფ წარმომადგენლებთან, ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით,  პრევენციული  ღონისძიებების გატარების შესახებ.  თემურ აბაზოვმა თითოეულ წარმომადგენელს დაავალა,  ოპერატიული რეაგირება მოახდინონ მათ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით. მერის განცხადებით, აუცილებელია დროულად იქნას ინფორმირებული მოქალაქე, მშენებლობის წარმოების უფლების თაობაზე, რათა კანონის ფარგლებში მოხდეს მშენებლობის წარმოება და მოქალაქეს  უკანონო მშენებლობის გამო არ დაეკისროს ადმინისტრაციული ჯარიმა, ასევე  თავიდან იქნას აცილებული  შენობის დემონტაჟი  ანდა სხვა ფორმით უკანონო მშენებლობის აღკვეთისთვის  შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
თათბირზე ყურადღება გამახვილდა  მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებთათვის,  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შესაბამისი შეღავათების შესახებ  ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზეც.  აღნიშნული საკითხის შესახებ მოქალაქეების ინფორმირება,  მერმა   შესაბამისი ადმინისტრაციული  ერთეულების წარმომადგენლებს დაავალა.
დღევანდელ სამუშაო თათბირზე   განიხილეს, მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად  შეჭირვებული ოჯახების მონაცემთა ბაზის შექმნის საკითხიც.
პირველი ეტაპისთვის, მერის წარმომადგენლებს დაევალათ ასეთი ოჯახების მოძიება და შესაბამისი  სამსახურის მიერ ბაზის შექმნა, რათა მუნიციპალიტეტმა მომავალში უზრუნველყოს, ასეთი ოჯახებისთვის მერიის კომპეტენციის ფარგლებში  სოციალური დახმარების აღმოჩენა.
როგორც თათბირზე, მერიის ხელმძვანელმა პირებმა განმარტეს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა შემუშავებული იქნას შესაბამისი სოციალური პროექტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება, ამ კატეგორიის ოჯახებისთვის რაიმე სახის დახმარების გაწევა.
სამუშაო თათბირი ძირითადად კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც მერმა მოადგილეებთან ერთად, მერის თითოეული წარმომადგენლისგან შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5175
 
 
 
მერიის თათბირი
აგვ 29 ხუთ 2019
3745
დეკ 13 ხუთ 2018
4911
მარ 06 სამ 2018
5527
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031