მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2022 სიახლეები

 

მარნეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
16 თებ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ სადახლოს მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს მოქალაქეთა საჭიროებები და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად მიიღეს საპროექტო წინადადებები.

მოგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში კონსულტაციებს მერის ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფები  მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გამართავს. სოფლის საერთო კრებებზე შეირჩევა  ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრიორიტეტული პროექტები.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილია 1 232 000  ლარი, რომლითაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3675
 
 
 
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031