მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021 სიახლეები

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
17 თებ 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებების/კონსულტაციების გამართვა დაიწყო.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა ტიპის პროექტის განხორციელებას დაუჭერენ მხარს, საკუთარ სოფელში.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის კრებები/კონსულტაციები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება. მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე შედგა სამ ადმინისტრაციულ ერთეულში - ალგეთში, დამია-გეურარხისა და კაჩაგანში შემავალ სოფლებში.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის საერთო თანხიდან გამოყოფილია 1 232 000  ლარი, რომლითაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2087
 
 
 
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031