მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტმა, სპორტის ახალ მიმდინარეობას, ფეინთბოლის ადგილობრივ ჩემპიონატს უმასპინძლა
16 ივნ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტმა, სპორტის ახალ მიმდინარეობას, ფეინთბოლის  ადგილობრივ ჩემპიონატს უმასპინძლა.

 

ჩემპიონატში მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა 8 გუნდმა მიიღო. შეჯიბრს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

ფეინთბოლი არის ექსტრემალური, ტექნიკურ-სპორტული თამაში, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო ქმედებების იმიტაციას განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ამისათვის გამოიყენება სპეციალური პნევმატური იარაღი და საღებავიანი ჟელატინის ბურთულები. 

 

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში გამარჯვებული გუნდი თბილისში, ფეინთბოლის არენაზე, ფინალში ითამაშებს, წლის ჩემპიონი გუნდის გამოსავლენად.

 

ტურნირის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სპორტის პოპულარიზაციაა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1900
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2633
სექ 19 სამ 2023
2808
ივლ 05 ოთხ 2023
2907
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
634
2024 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930