მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
15 ივნ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ  მარნეულის მუნიციპალიტეტში, შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.

სოფელ შულავერის შიდა გზებისა და სოფელ დამია-გეურარხში საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში გაუმჯობესდება გზის ტექნიკური პარამეტრები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და სანიაღვრე სისტემა. მისი სრული რეაბილიტაციის შემდგომ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება.

ორივე პროექტი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მათი ღირებულება ჯამში შეადგენს 1 606 053 ლარს.

ინფრასტრუქტურული პროექტი რწმუნებულის მოადგილეებმა, ნიკა კობახიძემ და ილია ჯალაღანიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ, მერის მოადგილემ, თემურ შუბითიძემ და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1203
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
742
სექ 19 სამ 2023
1019
ივლ 05 ოთხ 2023
1368
 
 
სიახლეები
2023 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031