მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში USAID-ის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა
12 იან 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში 2 დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი საქართველოს 11 მუნიციპალიტეტს შორისაა, რომელიც მომავალი 5 წლის განმავლობაში  USAID-ის საგრანტო, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობებს და ღონისძიებებს განახორციელებს.

სამუშაო შეხვედრებს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი  კევინ მაკლოკლინი, მარნეულის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე, ზურაბ ფანგანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი,  მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები,  მერიისა და საკრებულოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას და მოქალაქეების მეტ ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1327
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
585
 
 
სიახლეები
2023 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031