მარნეულში პროექტ „კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI“-ის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-მერი როინ დეკანოიძე, მერიის და მელიორაციის თანამშრომლები. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. განიხილეს სამომავლო გეგმები, ურთიერთ კოორდინაციისა და თანამშრომლობის საფუძველზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუნიციპალიტეტში გადასაჭრელი საკითხები.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მჭიდროდ თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან, რომელიც 2021 წლის იანვრიდან, HEKS-EPER-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა - PRAISE Marneuli“.
პროექტის მიზანს მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოადგენს.