მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.
სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერეს, შეხვდნენ სოფლის მოსახლეობას და მათ საჭიროებებზე დეტალურად ისაუბრეს.
სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებს შპს „სერვისი“ აწარმოებს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და 397 887.37 ლარს შეადგენს.
პროექტით გათვალისწინებულია სასმელი წყლის მაგისტრალის გაყვანა, შიდა დაქსელვა და ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
სიახლეები
სასმელი წყლის პროექტი ხუტორ ლეჟბადინში
01 აპრ 2022
მნახველთა რაოდენობა: 868
სიახლეები

















