მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„ახალგაზრდული საბჭოს“ წევრების შესარჩევი კონკურსი
30 მარ 2022
 

მარნეულის მერიაში „ახალგაზრდული საბჭოს“ წევრების შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი გაიმართა.

შერჩეულმა აპლიკანტებმა გასაუბრება სპეციალურად  შექმნილ  კომისიასთან გაიარეს. კომისიას მარნეულის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე ხელმძღვანელობდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად ფუნქციონირებს ახალგაზრდული საბჭო, რომელიც მონაწილეობას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული საბჭო ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტებულია 16-დან 29 წლის ჩათვლით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, არანაკლებ 18 ახალგაზრდისგან.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3027
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1902
სექ 19 სამ 2023
2137
ივლ 05 ოთხ 2023
2275
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930