მარნეულში, ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში, დიდი ქართველი, მსოფლიო მნიშვნელობის პოეტისა და მოაზროვნის, შოთა რუსთაველის ძეგლი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალურად გახსნეს. ძეგლის ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე ვალერიან ჯიქია.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცე,სადაც წარმოდგენილი იყო ვეფხისტყაოსნის ორი ხელნაწერი ექსპონატი, თამარ მეფის ხელნაწერის გრაგნილი, ფოტო ექსპოზიცია, რეკვიზიტი- თამარ მეფის ტახტრევანი (ფოტო სესიისთვის).
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა; მათ მიულოცეს თითეულ მარნეულელს, მსოფლიო დონის ქართველი პოეტის ძეგლის გახსნა მარნეულში.
ამასთან, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაალ აბაშიძემ კონკურსების „ჩემი დიდგორი“ და „ჩემი ერეკლე“_ს გამარჯვებულები, ხოლო პროექტ „ეტალონის“ ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა მარნეულში, „ეტალონში“გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით ყოველი წლის 20 ნოემბერს , სკვერში სადაც განთავსებულია შოთა რუსთაველის ძეგლი, გაიმართება „შოთაობა“.
სიახლეები
„შოთაობა“ მარნეულში
24 ნოემ 2021
მნახველთა რაოდენობა: 3414
სიახლეები

















