ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ფულადი ჯილდო გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ვეტერანებს სასაჩუქრე კალათები პირადად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა და მერის მოადგილემ კენან ომაროვმა გადასცეს.
მოგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ყველა ვეტერანს, განსაკუთრებით კი მარნეულში მცხოვრებ სახელოვან გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ საკუთარი სამშობლოსა და მთელი კაცობრიობის დასაცავად. ქედს ვიხრით თითოეული მათგანის თავდადების წინაშე და პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას.
სიახლეები
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
09 მაი 2021
მნახველთა რაოდენობა: 4186
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15273
აპრ 22 შბ 2017
28406
იან 09 ორშ 2017
28060
აგვ 30 სამ 2016
30106
აგვ 27 შბ 2016
29383
სექ 02 პარ 2016
27719
აგვ 26 პარ 2016
27266
აგვ 30 სამ 2016
25472
აგვ 25 ხუთ 2016
27494