გამგეობაში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მხარდამჭერი და მარნეულის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების განსახორიცელებელ ღონისძიებების საბჭოთა სხდომა გაიმართა.
საბჭომ დეტალურად გაიარა 2017 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში შემოსული საპროექტო იდეები, გასცა რეკომენდაციები და განსაზღვრა სამომავლო პრიორიტებები.
შეგახსნებთ, რომ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მხარდამჭერი საბჭო განიხილავს კონკრეტული დასახლებიდან წარმოდგენილ ინიციატივებს და აფასებს მათ საჭიროებას, პრიორიტეტულობას და საზოგადოებრივი ინტერესს. კერძოდ საბჭო მოქდებს შემდეგი ძირითადი კრიტერიუმებით: სამართლებრივი ასპექტები (არის თუ არა მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი განახორციელოს წარმოდგენილი პროექტი); ტექნიკური ასპექტები (რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება ტექნიკური თვალსაზრისით), ფინანსური ასპექტები (წარმოდგენილი სავარაუდო ღირებულების შეფასება);
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი უკვე მესამე წელია ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო ბიუჯეტი“, რომელიც მოქალქეების ინტერესების გათვალისწინებასა და ჩართულობას გულისხმობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.
სამოქალაქო ბიუჯეტი 2018 - სიახლეები
სამოქალაქო ბიუჯეტის მხარდამჭერი საბჭოს სხდომა
03 ნოემ 2017
მნახველთა რაოდენობა: 5248
სიახლეები

















