მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები

 

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში პროექტების განხილვა მოეწყო
19 აგვ 2016
 

18 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მცირე საკონფერენციო დარბაზში პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს ფარგლებში შექმნილი „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მხარდამჭერი საბჭოს სხდომა მოეწყო. სხდომას  უძღვებოდა გამგებლის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე, რომელმაც საბჭოს წევრებს გააცნო პროექტის ფარგლებში შემოსული საპროექტო განაცხადები. სხდომის მიმდინარეობისას  მოეწყო პროექტების დეტალური განხილვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მოადგილეებთან  და თვითმმართველობის სამსახურის უფროსებთან ერთად, გამგეობის თანამშრომლები, ზონის კოორდინატორები და სხვა დაინტერესებული პირები.
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ მხარდამჭერი საბჭო პროექტებს განიხილავს შემდეგი კრიტერიუმებით:
* სამართლებრივი ასპექტები;
* ტექნიკური ასპექტები;
* ფინანსური ასპექტები;
* პროექტის განხორციელების ვადები;
* ემსახურება თუ არა პროექტის განხორციელება საზოგადოებრივ ინტერესს. 
გთავაზობთ საბჭოს მიერ განხილული პროექტების პირველად შედეგებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის "სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში შემოსული პროექტები (PDF)

პირველადი შედეგების შემდეგ, მოქალქეები თავად აირჩევენ პროექტებს  ღია კენჭისყრის საფუძველზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება.
ცნობისთვის, წელს პროექტის ფარგლებში შემოვიდა 137 საპროექტო განაცხადი. პროექტების მიღება მიმდინარეობდა 2016 წლის 01 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტი დაიყო 6 ზონად. თითოეულ ზონაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 250 000 ლარი, რომელიც მოხმარდება მოქალაქეთა საპროექტო  განაცხადების განხორციელებას.

სამოქალაქო ბიუჯეტი არის მუდმივი პროცესი, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს. წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 1 500 000 ლარი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 12423
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031