მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები

 

პროექტ „სამოაქალაქო ბიუჯეტი“–ს პრაქტიკის გაზირების მიზნით მარნეულს საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირი ესტუმრნენ
04 ივლ 2016
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტს პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტი–ის პრაქტიკის გაზიარების მიზნით საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი (ბოლნისი, თეთრიწყარო, ოზურგეთი. წალენჯიხა, საჩხერე, ხარაგაული, ლაგოდეხი, გორი, ონი) პირები ესტუმრნენ.

ღონისძიებას, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
შეხვედრაზე რომელიც გამგეობაში გაიმართა, მოწვეული სტუმრებისთვის, მოეწყო პრეზენტაციის ჩვენება თემაზე თუ რა არის სამოქალაქო ბიუჯეტი, რატომ არის მისი განხორცილება საჭირო და მარნეულის მუნიციპალიტეტის მაგალითზე გაზიარდება პრაქტიკა პირველი სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგივის შესახებ საქართველოში.
სამოქალაქო ბიუჯეტი, ეს არის პროცესი, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს. იგი ხელს უწყობს მოქალაქეების ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესსა და გადაწყვეტილების მიღებაში. 
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მარნეულის მუნიციპალიტეტი არის პირველი, რომელმაც 2015 წელს განახორციელა და დანერგა 2016 წლის პირველი „სამოქალაქო ბიუჯეტი“–ს საპილოტე პროგრამა, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც.
2016 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო პროექტის გავრცელება საქართველოს სხვადასხვა მხარეებში. მარნეული იქცა სასწავლო ბაზად, რომლის მაგალითზეც სამოქალაქო ბიუჯეტი განხორციელდება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.

პროექტის საკონსტიტუციო დონეზე დაყვანის მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტში შეიქმნა „სამოქალაქო ბიუჯეტის განმხილველი საბჭო“ და შემუშავდა წესები.
• ეს არის გზა მოქალაქეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი მუშაობის
• ეს არის თანამშრომლობა თუ როგორ უდა განაწილდეს ხარჯები
პროექტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობა, საკუთარი ბიუჯეტიდან გამოჰყოფს 1 500 000 ლარს, რომელიც მოხმარდება შემოსული პროექტების რეალიზებას.
პროექტი ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ,,დემოკრატიის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში. პარტნიორები არიან: 
პოლონური ფონდი ,,სხვა სივრცე“(Other Space Fundation”);
ა(ა)იპ ,,ერთიანი კავკასია“ ;
საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი;
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
შეხვედრას ჩაატარებენ პოლონელი ექსპერტი და პროექტის კოორდინატორი ურსულა მაიევსკა და გამგეობის წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 11607
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930