მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები

 

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა
04 ივლ 2016
 

1,2 და 3 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტი“–ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები წარმატებით დასრულდა. სამი დღის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია. შეხვედრები ჩატარდა მუნიციპალიტეტის 18 ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები სხვადასხვა სოფლის მოქალაქეებისათვის, რომელსაც ატარებდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები და ექსპერტები პოლონეთიდან.

შეხვედრაზე მოსახლეობას წარედგინათ მათ ზონაში დანიშნული კოორდინატორები, რომლებიც „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიმდინარეობისას თემთან აქტიურად იმუშავებენ და მოსახლეობას დაეხმარებიან პროექტის წერაში. შეხვედრაზე მოქალაქეებს განემარტათ თუ, რა არის სამოქალაქო ბიუჯეტი, როგორ განხორციელდა გასულ წელს და რა სარგებელი მოაქვს თითოეული მოქალაქისთვის. ასევე, მოქალაქეებს შეხვედრის ორგანიზატორებმა გააცნეს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ რეგულაციები და აუხსნეს პროექტის წერის პრინციპები. შეხვედრის ბოლოს მოქალაქეებს მიეცათ პრაქტიკული დავალება, სადაც ჩამოწერეს მათ თემში არსებული პრობლემები და ისაუბრეს თუ, რომლის განხორციელებას ისურვებდნენ და დაასაბუთეს რატომ. 
აღსანიშნავია, რომ პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია და ნებისმიერ მსურველს 30 ივლისადმე შეუძლია წარმოადგინოს საპროექტო განაცხადი, რომელიც გათვალისწინებული იქნება 2017 წლის სამოქალაქო ბიუჯეტში.
აღსანიშნავია, რომ წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტი დაიყო 6 ზონად, სადაც პროექტის პარტნიორების მხრიდან გამოიყო ამდენივე ადგილობრივი კოორდინატორი, რომელიც პროექტის ეფექტურ განხორციელებას და სხვადასხვა დავალებების შესრულებას უზურნველყოფენ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი“ მარნეულის მუნიციპალიტეტში გასულ წელს წარმატებით დაინერგა. „სამოქალაქო ბიუჯეტი“ არის მუდმივი პროცესი, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებისა და ხარჯვის პროცესში მოქალაქეების ინტერესების გამოხატვის საშუალებას იძლევა. იგი ხელს უწყობს მოქალაქეების ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესსა და გადაწყვეტილებების მიღებაში. 
გასულ წელს, პროექტის ფარგლებში სულ შემოვიდა 49 საპროექტო განაცხადი, რომელთაგან 2016 წელს განხორციელდება 34 პროექტი. ამ ეტაპისათვის კი პროექტების უმრავლესობა არის ექსპლუატაციის პროცესში.
პროექტი ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ,,დემოკრატიის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში. 
პარტნიორები არიან: 
პოლონური ფონდი „სხვა სივრცე“(Other Space Fundation”);
ა(ა)იპ „ერთიანი კავკასია“ ;
საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი;
მარნეულის მუნიციპალიტეტი;

 
 
მნახველთა რაოდენობა: 11823
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930