შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული საზეიმო მსვლელობა, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი უძღვებოდა.
საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, თვითმმართველობის თანამშრომლებმა, სასულიერო პირებმა, ეკლესიის მრევლმა და მოქალაქეებმა.
ქრისტეს შობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით, ნობათის შესაგროვებლად ქალაქის ცენტრალური ქუჩა ფეხით გაიარეს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ინიციატივით ალილოს მონაწილეებს სხვადასხვა სახის ნობათი გადაეცათ, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.
საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს.
სიახლეები
მარნეულში ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა
07 იან 2023
მნახველთა რაოდენობა: 1343
სიახლეები

















