მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საბირქენდში საერთაშორისო სტანდარტების სკოლა აშენდა
26 დეკ 2022
 

საბირქენდის 450 ბავშვზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ საბირქენდში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.

პროექტი საქართველოს მთავრობამ 6.5 მილიონი ლარით დააფინანსა.

ახალაშენებული სკოლა ადგილზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის  მოადგილემ ილია ჯალაღანიამ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

საბირქენდის სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1992
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
567
 
 
სიახლეები
2023 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031