მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილეებთან ერთად, მარნეულში 26 ივნისს მომხდარი უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდნენ; მოისმინეს მათი საჭიროებები და ერთად განიხილეს პრობლემის გადაჭრის გზები.
„26 ივნისს,მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ინტენსიურად ვაგრძელებ კორპუსის მაცხოვრებლებთან შეხვედრას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პირადად მოვისმინო მათი საჭიროებები და მათთან ერთად განვიხილოთ პრობლემის გადაჭრის გზები. აღვნიშნავ, რომ მერია კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს მოქალაქეთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. სამწუხაროა, რომ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევით სხვადასხვა დესტრუქციული ჯგუფი მიზანმიმართულად მანიპულირებს. აქვე დავაზუსტებ, რომ ექსპერტიზის რეკომენდაციების შესაბამისად მოქალაქეთა საჭიროებები მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება.“- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.
სიახლეები
შეხვედრა მოსახლეობასთან
01 ივლ 2022
მნახველთა რაოდენობა: 3371
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
425
აპრ 22 ოთხ 2020
15593
აპრ 22 შბ 2017
28817
იან 09 ორშ 2017
28374
აგვ 30 სამ 2016
30381
აგვ 27 შბ 2016
29669
სექ 02 პარ 2016
28086
აგვ 26 პარ 2016
27588
აგვ 30 სამ 2016
25726