მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
17 აგვ 2021
 

„საინფორმაციო შეხვედრების“ ფარგლებში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ინიციატივით მარნეულში, ეროვნულ უმცირესობებთან, ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას თემაზე: „დისკუსიები COVID-19-ის შესახებ“ - ექიმი ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი უძღვებოდა, სადაც განხილულ იქნა პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობა.

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, სკოლის პედაგოგები და ბენეფიციარები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 556
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031