მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შაუმიანში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის რესტავრაცია იგეგმება
04 აგვ 2021
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა ახალგაზრდა არქეოლოგთა ასოციაციას, გერმანულ ორგანიზაცია „ევროპის კულტურული მემკვიდრეობის მოხალისეები“-სა (European Heritage Volunteers) და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შორის.

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერის მოადგილე როინ დეკანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი და განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ელგუჯა კუპატაძე.

შეხვედრა შეეხებოდა შაუმიანში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის, ალექსანდრე მელიქ ფაშაევის სახელობის სახლ-მუზეუმის, ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის და მრავალფუნქციური საგანმანათლებლო სივრცის რესტავრაცია/კონსერვაციის დოკუმენტის მომზადებას.

აღსანიშნავია, რომ პროფესიონალურ ზედამხედველობასა და ფიზიკური სამუშაოების უშუალოდ  პარტნიორი ორგანიზაცია ბულგარეთიდან - „მეშტრა - ტრადიციული ცოდნა და ხელსაქმე“ განახორციელებს.

მოგახსენებთ, რომ  შენობას 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სტატუსი მიენიჭა და აქვს ეპოქისთვის შესაბამისი დაბის ურბანიზაციის მახასიათებელი ელემენტები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 599
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930