მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კამპანია „დაიცავი ჰიგიენა ჯამრთელობისთვის“
20 მაი 2021
 

ქალაქ მარნეულში არასამთავრობო ორგანიზაცია „Helping Hand“ - ის მიერ პანდემიასთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო ტრენინგი გაიმართა.

კამპანია „დაიცავი ჰიგიენა ჯამრთელობისთვის“ COVID-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების საპასუხოდ, ახალგაზრდებისა და მოზარდების მხარდასაჭერად დაიგეგმა, რათა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და პანდემიის უსაფრთხოების ნორმების დაცვის პრევენცია.

„დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ახალგაზრდებსა და მოზარდებში ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით. მინდა აღვნიშნო, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მადლობას მოგახსენებთ ორგანიზატორებს აღნიშნული აქტივობის განხორციელებისთვის და მადლობა თითოეულ თქვენგანს ვინც მონაწილეობა მიიღო კამპანიაში“ -  განაცხადა მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ლობჯანიძემ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 781
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031