მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში, „ახალგაზრდული საბჭოს“ შექმნასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ახალგაზრდული სააგენტოს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები და ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
მოგახსენებთ, რომ ახალაგაზრდების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩასართავად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად იქმნება “ახალგაზრდული საბჭო”, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
„ახალგაზრდული საბჭო“ არჩეული იქნება 2 წლის ვადით და დაკომპლექტდება 14 -დან 29 წლის ჩათვლით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 18 ახალგაზრდისგან. მუნიციპალიტეტის თითოეული ადმინისტრაციული ერთეულიდან წარმოდგენილი იქნება 1 ახალგაზრდა.
ახალგაზრდული საბჭოს ძირითადი ფუნქციები, ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, შეფასება დ ა მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა იქნება.
ასევე, საბჭო იმუშავებს ახალგაზრდების ინფორმირებაზე დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სოციალური, ეკოლოგიის და ადამიანის უფლებების თაობაზე.
სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში „ახალგაზრდული საბჭოს“ შექმნასთან დაკავშირებით
26 მარ 2021
მნახველთა რაოდენობა: 4010
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
297
აპრ 22 ოთხ 2020
15493
აპრ 22 შბ 2017
28680
იან 09 ორშ 2017
28281
აგვ 30 სამ 2016
30301
აგვ 27 შბ 2016
29588
სექ 02 პარ 2016
27977
აგვ 26 პარ 2016
27475
აგვ 30 სამ 2016
25655