მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მუნიციპალიტეტი მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარებაზე მუშაობს
16 სექ 2016
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს უპატრონო ძაღლების არსებობა მწვავედ აწუხებთ. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, გამგეობას სისტემატურად მომართავენ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც, რომლებიც ითხოვენ მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების გატარებას.

პრობლემატური საკითხის გადაჭრის მიზნით, ორი წლის განმავლობაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა/თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა ამ დრომდე არცერთი მათგანი არ შედგა, რაც საკითხს კიდევ უფრო ამძიმებს.
გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტს დღეის მდგომარეობით არ გააჩნია შესაბამისი სამსახური და სპეც.ტექნიკა, რომლითაც შესაძლებელია განხორციელდეს აღნიშნული მაწანწალა ძაღლების დაჭერა, გამგეობამ რუსთავის მერიას მიმართა თხოვნით, რომ ერთი დღის ვადით მარნეულში მოავლინოს მათ დაქვემდებარებაში არსებული შესაბამისი სამსახური, რათა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო ძაღლების მიმართ განხორციელებული იქნას შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების გატარება.
ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის დაძლევის რამდენიმე ვარიანტი აქვს შემუშავებული, რომლიდანაც ოპტიმალური მოდელის შერჩევის მიზნით, რეკომენდაციის მისაღებად ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს.
სწორედ ამ საკითხს ეხებოდა შეხვედრა გამგეობაში, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „მტრედის“ ხელმძღვანელი საბინა თალიბოვა ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში უპატრონო ძაღლების მომრავლების ხელშემწყობ ფაქტორებზე და პრობლემის მოგვარების სირთულეებზე იმსჯელეს.
პრობლემური საკითხის დარეგულირებისთვის ყველაზე გამოკვეთილ მოდელს ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტში ვოლიერის, ანუ ძაღლთსაცავის გაკეთებას მიიჩნევენ, რომელიც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული.
საბოლოო გადაწვეტილების მიღების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, უახლოეს მომავალში მასშტაბური კონფერენციის გამართვას გეგმავენ, სადაც მოწვეულნი იქნებიან როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აღნიშნული სფეროს სპეციალისტები და იმ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომელთაც მაწანწალა ცხოველთა საკითხი თავიანთ მუნიციპალიტეტებში დარეგულირებული აქვთ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4876
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1907
სექ 19 სამ 2023
2144
ივლ 05 ოთხ 2023
2281
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930