ევროპის სპორტის კვირეულს, მარნეულის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. სპორტის კვირეული 23 სექტემბერს, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ მოედანზე, რაგბის ფესტივალით გაიხსნა, რომელშიც ადგილობრივი და მოწვეული გუნდები მონაწილეობდნენ.
მარნეულში, ევროპის სპორტის კვირეულის გახსნის ცერემონიალს, პარლამენტის დეპუტატები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ფესტივალის ფარგლებში, ტურნირში მონაწილე გუნდები, სპეციალური თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ მარნეულში სპორტის კვირეული 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობების ჩატარება.
სპორტული კვირეული, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით საქველმოქმედო ხასიათისაა. სპორტული ღონისძიებების ფარგლებში შეგროვებული თანხა, მარნეულელ თეონა ბენდელიანს გადაეცემა, რომელსაც აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე და სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა გერმანიაში.
გთხოვთ, მობრძანდეთ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე, რათა ერთიანი ძალებით ხელი შევუწყოთ თეონა ბენდელიანის მკურნალობისთვის თანხის შეგროვებას.
სპორტი
მარნეული ევროპის სპორტის კვირეულს შეუერთდა
24 სექ 2018
მნახველთა რაოდენობა: 6810
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
407
აპრ 22 ოთხ 2020
15579
აპრ 22 შბ 2017
28794
იან 09 ორშ 2017
28361
აგვ 30 სამ 2016
30371
აგვ 27 შბ 2016
29665
სექ 02 პარ 2016
28072
აგვ 26 პარ 2016
27574
აგვ 30 სამ 2016
25719