მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ახალგაზრდებს შეხვდნენ
12 აპრ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები პროექტის „ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება ქვემო ქართლის რეგიონში“  მონაწილეებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს მათ მიერ მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, მოისმინეს ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ.

პროექტის პირველ ეტაპს სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლა წარმოადგენდა. მასში მარნეულის მუნიციპალიტეტის N2 და სოფელ შულავერის საჯარო სკოლების 20 მოსწავლე, ასევე 2 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მონაწილეობდა.

აღნიშნულ პროექტს ახალგაზრდული ქსელი „თაობა“  გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს და მიზანს რეგიონისა და ქვეყნის განვითარების პროცესში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა წარმოადგენს.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი, საკრებულოს წევრი ვასილ ხახულაშვილი, საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის და გენდერული საკითხების განყოფილების უფროსი ია ესებუა და მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1181
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
585
 
 
სიახლეები
2023 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031