მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლე მოკრივეთა შორის ჩატარდა
09 მაი 2022
 

8 მაისს ქ. მარნეულში  მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ორთაბრძოლები გაიმართა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირებმა გამარჯვებულებს სიგელები და თასები საზეიმოდ გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3-8 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტმა ტრადიციულად  საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს 2008-2009 წლებში დაბადებულ მოკრივეთა შორის უმასპინძლა.

ფინალურ შეჯიბრებებს ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ზაურ დარგალი, მარნეულის მერი, კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე. ასევე, საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური, მარნეულის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, სპორტსმენები და მოწვეული სტუმრები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3054
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1913
სექ 19 სამ 2023
2151
ივლ 05 ოთხ 2023
2287
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930